დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა შეუძლებელი იყო, ვინც სამწუხაროდ მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 12:13 | 14.08.2023 ნანახია: 784
ვისაც უნახავს ადგილზე ლოკაცია, სადაც მოხდა სტიქია ყველა დამეთანხმება, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო შეუძლებელი, სტიქია და ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით, ვინც სამწუხაროდ მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებული იყო მყისიერად, იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება.
„ვისაც უნახავს ადგილზე ლოკაცია, სადაც მოხდა სტიქია და ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო შეუძლებელი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, იყო სტიქია და ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით. აქედან გამომდინარე, ვინც სამწუხაროდ მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი. გარკვეული ფოტოებიც ვრცელდებოდა ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ ამ ტერიტორიაზე მოყოლილი, თუმცა ეს იყო კიდევ იმ ღვარცოფული მასის, რომელიც წარმოიქმნა და იქ სიმაღლე შეიძლება იყო ზოგან 20 სმ, ზოგან ნახევარი მეტრი, მაგრამ როდესაც საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც მოყვნენ ღვარცოფულ მასაში, მათი გადარჩენა იყო პრაქტიკულად შეუძლებელი. სწორედ ამაზეა საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, პირველივე საათებში ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველო სამსახურს ყველაფრის ადგილზე ნახვის და იდენტიფიცირების საშუალება.
„სამწუხაროდ, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, მისი გადარჩენა იყო რეალურად შეუძლებელი, ვისაც არ მისწვდა ეს ღვარცოფული მასა, მან მოახერხა და თავი დააღწია იმ არეალს. თეორიულად, გადარჩენის შანსი იყო რომ დავუშვათ ვიღაცამ მოახერხა ტყისკენ გაქცევა და ფსიქოლოგიური სტრესის გამო ვეღარ მოახერხა უკან დაბრუნება. ეს იყო ერთადერთი შანსი, როდესაც შეიძლება, დღესაც, თეორიულად ადამიანი შეიძლება, აღმოაჩინო ადგილზე. ვისაც უნახავს ადგილზე ვითარება, ყველა დამეთანხმება, რომ ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით, მეტი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა. ზუსტად ამაზე საუბრობდა ვახტანგ გომელაური. მე თვითონ ვერტმფრენებთან დაკავშირებით არ მომისმენია განცხადება, მაგრამ რაც შეეხება თვითონ აპარატურას, ღამის ხედვის აპარატურას, რა მნიშვნელობა აქვს, ეს ვერტმფრენია თუ დრონია, დრონს შეუძლია ხშირ შემთხვევაში იმაზე უკეთ იდენტიფიცირება კონკრეტული ობიექტის, ადამიანი იქნება, ცხედარი თუ ნებისმიერი სხვა რამ, ვიდრე ვერტმფრენს. უფრო ადვილია დრონებით მუშაობა და ამაზეა საუბარი. ღამის ხედვის აპარატურით იყო აღჭურვილი დრონები, თუ რამის პოვნა იყო შესაძლებელი, ყველაფრის რესურსი ჰქონდა ადგილზე სამაშველო სამსახურს და დარწმუნებული ვარ, ამაზე საუბრობდა ვახტანგ გომელაური. სრული რესურსი არსებობდა“, – განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















