TKESHI - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის მხარდამჭერი იყო
საქართველო, თბილისი - 14:54 | 01.08.2023 ნანახია: 1703
TKESHI – ამ სახელწოდების აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი კოჯრის ტყეში ჩატარდა და ათობით ქართველ თუ უცხოელ არტისტს უმასპინძლა. ფესტივალის წლევანდელი თემა იაპონური კულტურა იყო და მისი მხარდამჭერი იაპონური ბრენდი Mazda-ს ქართული წარმომადგენლობა, „მაზდა ცენტრი თეგეტა“. ფესტივალის მიზანი, ერთი მხრივ, თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია, მეორე მხრივ კი, მისი ბუნებრივ გარემოსთან მორგებაა.

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ უკვე მეორე წელია, TKESHI-ს სპონსორია. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი არტისტების მხარდაჭერა, ასევე იაპონური კულტური პოპულარიზება საქართველოში. სწორედ ამიტომ „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებისთვის ბონსაის - მინიატიურული ხეების იაპონური ხელოვნების ვორქშოპი მოაწყო. მასტერკლასს ბონსაის ცნობილი სპეციალისტი საქართველოში, ნიკოლოზ მესხი უძღვებოდა.
ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „TKESHI არ არის უბრალოდ მუსიკალური ფესტივალი, ეს არის აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ღონისძიებათა სერია, რომელიც ადგილობრივი არტისტების პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ამავდროულად, სრულიად ახალ მიმართულებას გვთავაზობს ხელოვნებაში.
ჩვენ გასულ წელსაც ვიყავით ფესტივალის სპონსორები, თუმცა წელს კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთეთ, რადგან წლევანდელი თემატიკა იაპონური კულტურაა და ეს ფესტივალიც იაპონელი არტისტების წარმოდგენით გაიხსნა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი პროექტების წახალისება აუცილებელია, ამას გარდა, მოგვწონს ქართული და იაპონური კულტურის შერწყმის იდეა, რომლის ფარგლებშიც საშუალება გვეძლევა, მოვუსმინოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ არტისტებს, ვნახოთ ორიგინალური ნამუშევრები და დავესწროთ საგანმანათლებლო მასტერკლასებს“.
მასტერკლასის გარდა, „მაზდა“ ფესტივალზე საკუთარი კუთხითაც იყო წარმოდგენილი, სადაც ბრენდის ცნობილი ლოგოს მოძრავი ვერსია დამონტაჟდა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ვინტაჟური ავტომობილი, Mazda Miata MX 5 დაეთვალიერებინათ. აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი TKESHI 15-იდან 29 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
--
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















