ევროკავშირის მხარდაჭერით, „პრო ბონო მარათონი 2023“-ის ფარგლებში, კერძო სექტორი თავისი ექსპერტიზით საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაში ჩაერთო
საქართველო, თბილისი - 19:42 | 07.07.2023 ნანახია: 2190
„თეგეტა ჰოლდინგი“ ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით გამართულ პრო ბონო მარათონში ჩაერთო.
საქართველოს პრო ბონო ქსელისა და მათი პარტნიორების რიგით მეხუთე მარათონი „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.
პრო ბონო მარათონი ერთდღიანი საკონსულტაციო ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობენ, მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
„თეგეტა ჰოლდინგი“, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „საქართველოს პრო ბონო ქსელის“ აქტიური წევრია. მარათონში ჰოლდინგის მარკეტინგის გუნდის წევრმა, მარიამ ჩხოლარიამ, თავისი ცოდნა და გამოცდილება „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ თანამშრომლებს გაუზიარა. მისი აქტიური ჩართულობით ორგანიზაციის საიმიჯო გრაფიკული ვიდეორგოლი შეიქმნა.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „პრო ბონო მარათონი საინტერესო შესაძლებლობა იყო, „თეგეტა ჰოლდინგის“ გუნდის ექსპერტიზა და ინტელექტუალური რესურსი გაგვეზიარებინა გარემოსა და საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციებისთვის. ჩვენს გუნდს უკვე აქვს პრო ბონო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება. ამჯერად კონსულტაცია გავუწიეთ Tegeta Care-ის პარტნიორ ორგანიზაციას, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“.
ერთი მხრივ, გარემოზე მზრუნველი ორგანიზაციების გაძლიერება, მეორე მხრივ კი „თეგეტა ქეარის“ პარტნიორების მხარდაჭერა ჩვენი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. პრო ბონო მარათონმა კი ორივე მიმართულებით ჩართულობის საშუალება მოგვცა. ვფიქრობთ, რომ მსგავს აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და მზად ვართ, საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებების მომტან პროექტებში მომავალშიც მივიღოთ მონაწილეობა“.
მარათონს წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი მოსამზადებელი სამუშაო პროცესი, როდესაც პრო ბონო კონსულტანტები და სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივად ათანხმებდნენ ვიდეოების სცენარს, პერსონაჟებს, ძირითად გზავნილებს, ვიზუალურ მხარესა და სხვა დეტალებს. 6 ივლისს კი, 10-საათიანი მარათონის ფარგლებში, მომზადდა ვიდეორგოლები, რომელთა პრეზენტაცია მარათონის ბოლოს გაიმართა.
ლელა ხოფერია, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის CSR პროგრამის ხელმძღვანელი: „პრო ბონო სერვისები კორპორაციული პასუხისმგებლობის განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა. ის გულისხმობს კომპანიის მიერ საზოგადოების საჭიროებებში ინვესტირებას, თუმცა არა ფულადი სახსრებისა, არამედ თანამშრომელთა დროისა და ინტელექტუალური რესურსისა. პრო ბონო სერვისები საშუალებას აძლევს სამოქალაქო ორგანიზაციებს, მიიღონ კვალიფიციური საექსპერტო დახმარება, რომელზეც მათ, სხვა შემთხვევაში, ხელი არ მიუწვდებოდათ და ამის შედეგად იყვნენ უფრო ეფექტურები, უკეთ მოემსახურონ საკუთარ ბენეფიციარებს და საზოგადოების უფრო მრავალრიცხოვან ჯგუფებს დაეხმარონ. ამ გზით მიიღწევა მდგრადი და მასშტაბური შედეგი და იზრდება კომპანიის მიერ გაწეული დახმარების სოციალური ზეგავლენა“.
წლევანდელი მარათონის ფარგლებში, 8 კომპანიის 14-მა პრო ბონო კონსულტანტმა, ოთხი სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციისთვის, მათი საქმიანობის ამსახველი საპრეზენტაციო გრაფიკული ვიდეორგოლები მოამზადეს.
მარათონში მონაწილეობდნენ: გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია „ეისითი“; სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“; სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგი“; „თიბისი“ ბანკი; საერთაშორისო სარეკლამო კომპანია/სააგენტო „სააჩი&სააჩი“; „თეგეტა ჰოლდინგი“; ციფრული ხედვის აკადემია; ციფრული ინდუსტრიის აკადემია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, გურია; „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, თბილისი; „ორიონი“, იმერეთი; „კომლი“, შიდა ქართლი.
მარათონი გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
--
„საქართველოს პრო ბონო ქსელი“ საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ „საქართველოს პრო ბონო ქსელი“ ოფიციალურად დაარსდა 2015 წლის ოქტომბერში „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ინიციატივით და ფონდ MitOst e.V.-ის, ფონდ BMW Herbert Quandt-ისა და ფონდ Taproot-ის თანადგომით.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















