საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რომ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ იყოს - დავით უსუფაშვილი
საქართველო, თბილისი - 15:25 | 05.07.2023 ნანახია: 832
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რომ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ იყოს, ვეთანხმები, რომ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში საქართველო-უკრაინას შორის ინტენსიური დიალოგი გაიმართოს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
„ელჩი უკრაინიდან არ გამოძევებულა. საქმე აქამდე მისული არ არის და იმედია, არ მივა. ეს დიპლომატიის პრაქტიკაში არაორდინალური, ძალიან სერიოზული სვლაა, მაგრამ ელჩი არ არის გამოძევებული და დარწმუნებული ვარ, არც გამოაძევებენ. ზოგადად, დაუშვებელია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა იყოს. „ქართული ოცნება“ მოქცეულია რაღაც გაუგებარ ველზე, სადაც ნომერ პირველ პარტნიორს მტრადაა მოკიდებული. რის გამო? იმიტომ, რომ უკრაინელები ამბობენ, გადმოგვეცით ჩვენი მოქალაქე, რომელიც მანდ ციხეში გიზით და ასე შემდეგ.
გადაწყვეტილებებს პრეზიდენტები იღებენ. მე ვეთანხმები, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ იყოს, მიხეილ სააკაშვილთან, როგორც პატიმართან დამოკიდებულებაში გაითვალისწინოს და გაიზიაროს საერთაშორისო სტანდარტები. იმ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში მე ვეთანხმები, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ინტენსიური დიალოგი გაიმართოს. ეს ელჩების მეშვეობით იქნება, პრემიერების, ტელეფონით, ჩასვლა-ჩამოსვლით – ჩვენი მხრიდან უკრაინის აქ მყოფი საელჩოს წარმომადგენლებისთვის ნოტების გადაცემა და ა.შ, ეს არის დიპლომატიური ურთიერთობები, რომელმაც ნორმალიზაციამდე უნდა მიგვიყვანოს და თავიდან აგვაცილოს გაუარესება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















