ჩანს, პრეზიდენტი მოქმედებს დაკვეთით და ხელოვნურად ცდილობს ცესკოში შექმნას ინსტიტუციური კრიზისი, რაც არასწორია და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 18:24 | 03.07.2023 ნანახია: 848
„ჩანს, რომ ეს არის საბაბი, პრეზიდენტი მოქმედებს დაკვეთით და ხელოვნურად ცდილობს შექმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკო-ში, რაც არასწორია და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
მისი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების საბაბი არის ის, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს ცესკო-ს მოქმედ თავმჯდომარეს და წევრებს, რომელთაც ადგილობრივი თვითმმართველობის და რამდენიმე შუალედური არჩევნები კრიტიკული შენიშვნების გარეშე ჩაატარეს.
„ორ წელზე მეტია ჩვენ ცესკო-ში არ გვყავს სრულფასოვნად არჩეული თავმჯდომარე და ორი წევრი. არის გიორგი კალანდარიშვილი მოქმედი თავმჯდომარე და ასევე ორი წევრი, რომელმაც ჩაატარა რამდენიმე არჩევნები, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით და რამდენიმე შუალედური არჩევნები. მინდა შეგახსენოთ, რომ არცერთ ამ არჩევნებთან დაკავშირებით, არ ყოფილა კრიტიკული შენიშვნები.
ეს ადამიანები მონაწილეობას იღებენ კიდევ ერთხელ კონკურსში, კონკურსი ავლენს, რომ ისინი არიან საუკეთესოები თავიანთი კომპეტენციით და კეთილსინდისიერებით და მაინც არ წარადგენს მათ პრეზიდენტი. საბაბი არის ის, რომ მაშინდელი რეჟიმის წარმომადგენლები მხარს არა უჭერენ კალანდარიშვილს და ცესკო-ს 2 წევრს.
ასევე მინდა შეგახსენოთ, რა საარჩევნო რეფორმა გატარდა 12 პუნქტის ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ. შემოღებულია ელექტრონული არჩევის წესი. ამომრჩეველთა 91 პროცენტი ხმას მისცემს ელექტრონული წესით და არჩევნების დახურვიდან ერთ საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით შედეგები იდება უკვე ცესკო-ს ვებ გვერდზე. ამ ვითარებაში ცესკო-ს ეკისრება ერთადერთი მისია, ამ ყველაფრის ტექნიკური ადმინისტრირება მოახდინოს სათანადოდ. არავითარი მანიპულაციის ბერკეტიც კი არ რჩება ცესკო-ში და ამ ადამიანებს რომ აქვთ ტექნიკური ადმინისტრირების უმაღლესი შესაძლებლობა, ეს დაამტკიცა როგორც კალანდარიშვილმა, ასევე ცესკო-ს სხვა წევრებმა. ერთადერთი, თუ ცესკო აღმოჩნდება ოპოზიციის ხელში, მას შეუძლია მარტივად, არგუმენტაციის გარეშე არ დაამტკიცოს შემაჯამებელი ოქმი და განახორციელოს საბოტაჟი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















