სტოკჰოლმში ყურანის დაწვის გამო, ბაღდადში შვედეთის საელჩოს ტერიტორიაზე ასობით ადამიანი შეიჭრა
საქართველო, თბილისი - 00:53 | 30.06.2023 ნანახია: 2472
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში შვედეთის საელჩოზე ასობით ადამიანმა იერიში მიიტანა, ისინი სტოკჰოლმში ყურანის დაწვის გამო პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ. იუწყება SVT.
შიიტების გავლენიანმა ლიდერმა მოქტადა ას-სადრიმ თავის მიმდევრებს ქუჩაში გამოსვლისა და ყურანის დაწვის გამო პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდა, ამის შემდეგ მისი მიმდევრები ბაღდადში შვედეთის საელჩოსკენ გაემართნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცლებულ ვიდეოში ჩანს ადამიანთა დიდი რაოდენობა როგორც შენობასთან, ისე საელჩოს კომპლექსის შიგნით. მედიის ცნობით, შვედეთის საელჩოსთან არეულობა 15 წუთს გაგრძელდა, რომელიც მას შემდეგ დასრულდა, რაც ადგილზე უსაფრთხოების ძალები გამოჩნდნენ.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა შენობა დატოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადავიდნენ. „ჩვენ კარგად ვართ ინფორმირებული არსებული სიტუაციის შესახებ, ჩვენი საელჩოს თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან და საგარეო საქმეთა სამინისტროს მათთან რეგულარული კავშირი აქვს“, - განაცხადეს უწყებაში.
28 ივნისს, სტოკჰოლმში მეჩეთთან ახლოს სკანდალური აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორმა სალვან მომიკამ ყურანის დაწვის შესახებ დადებული პირობა შეასრულა. მან ჯერ შვედეთის ჰიმნი ჩართო და შვედეთის დროშა ააფრიალა, შემდეგ კი ყურანიდან გვერდების ამოხევა დაიწყო და ცეცხლი წაუკიდა.
ყურანის დაწვამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, კერძოდ, იორდანიაში, ერაყსა და ირანში, მაროკომ კი შვედეთიდან თავისი ელჩი გაიწვია.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყურანის დაწვის ფაქტი დაგმო და პირობა დადო, რომ ანკარის რეაქცია ყველაზე მტკიცე იქნება.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















