ოპოზიციური პარტიები ხედავენ, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ და დაიწყეს სიტყვიერი დისტანცირება „ნაციონალური მოძრაობისგან” - ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველო, თბილისი - 14:56 | 09.06.2023 ნანახია: 1418
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიები ხედავენ, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ და დაიწყეს სიტყვიერი დისტანცირება „ნაციონალური მოძრაობისგან“.
მისი თქმით, გზამ, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა არჩეული, სრული კრახი განიცადა.
„ამ პოლიტიკური გზის ფლაგმანი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ყველა პარტია, რომელიც დესტრუქციული დღის წესრიგის თანამონაწილენი იყვნენ”, - თქვა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ხალხმა და ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, რომ ოპოზიცია რეალურად ათვითცნობიერებს იმ ჩიხურ მდგომარეობას, სადაც საკუთარი თავი შეიყვანეს.
„დისტანცირება რამდენად იქნება საქმეში ასახული და მათი პოლიტიკური მიზნები და გზა იქნება დაფუძნებული მართლაც ქვეყნის, ხალხის ინტერესებზე, ამას დრო გვაჩვენებს. ხალხმა და ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, რომ ესენი არა მხოლოდ ტაქტიკური მიზნით, არამედ რეალურად ათვითცნობიერებენ იმ ჩიხურ მდგომარეობას, სადაც საკუთარი თავი შეიყვანეს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფილ და დღევანდელ თავმჯდომარეს, ჩრდილოვან მმართველობას შორის დიდი აურზაურია ატეხილი.
„ნაცმოძრაობაც“ ცდილობს, რომ იმ ფონზე, რაც ამ პარტიის შიგნით მიმდინარეობს, ანუ დაშლის პროცესი, პოლიტიკური დღის წესრიგის არქონა, რამენაირად ასეთი მოწოდებებით შეინარჩუნოს ოპოზიციის ლიდერის ფლაგმანის როლი. ვხედავთ, რომ პარტიის შიგნით ყოფილ და დღევანდელ თავმჯდომარეს, ჩრდილოვან მმართველობას შორის დიდი აურზაურია ატეხილი. როგორ დალაგდება ოპოზიცია, ვინ ვის შეუერთდება, ამას არ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამომრჩეველი ოპოზიციის ყველა აქტორს კარგად იცნობს და აფასებს ისე, რომ 5-პროცენტიან ბარიერს, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ვერავინ ლახავს. აქ მნიშვნელობა არ ექნება, ვინ ვის შეუერთდება, მთავარი იქნება, ვინ მოტრიალდება ეროვნული ინტერესებისკენ და რეალურად ვინ ეტყვის უარს იმ დესტრუქციულ პოლიტიკას, რასაც ისინი აქამდე ატარებენ.
მოგეხსენებათ, მომავალი არჩევნები პროპორციული სიით უნდა ჩატარდეს, ამიტომ, რა თქმა უნდა, პარტიები ასე მარტივად ვერ გაერთიანდებიან. მაშინ უნდა მოხდეს ერთ პარტიაში შერწყმა, რომლის სურვილი არავის აქვს. ყველას უნდა, თავისი პატარა საფეოდალო ჰქონდეს. მოხდება თუ არა ამ ოპოზიციური პარტიების სახის ცვლილება, ამას დრო გვაჩვენებს. დღევანდელი განცხადებები არის საკუთარი პოზიციების დაფიქსირება მომავალი არჩევნების წინ და ეს ყველაფერი ასახავს ერთმანეთთან ვაჭრობასა და შეჯიბრს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















