უნგრეთში პრემიერის გამოსვლა ემსახურებოდა იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, რომელზეც ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა - წულუკიანი
საქართველო, თბილისი - 17:55 | 08.05.2023 ნანახია: 850
უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ემსახურებოდა იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, რომელზეც ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა.
წულუკიანის თქმით, ფსევდოლიბერალური წივილ-კივილის გარეშე უნდა გავერთიანდეთ ერთმანეთის უფლებებისთვის ისე, რომ არავის უფლება დაირღვეს.
„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის უნგრეთში ვიზიტს, ვიდრე პრემიერ-მინისტრი მოცემულ კონფერენციაზე სიტყვით გამობრძანდებოდა და ამ ვიზიტით ჩავიდოდა უნგრეთში, მოხდა ისე, რომ მანამდე რამდენიმე დღით ადრე მეც გახლდით ჩემს კოლეგასთან სტუმრად უნგრეთში, ჩემი თვალით ვნახე და მოვისმინე, როგორ ცდილობს უნგრეთი, დაცული იქნას ის ტრადიციული ღირებულებები, რამაც დააფუძნა თავის დროზე ევროპა, ევროკავშირი. ამ კონფერენციასაც ეს გასდევდა ლაიტმოტივად. პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან ბევრი მესიჯით დატვირთული და თითოეული მათგანი ემსახურებოდა იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, რომელზეც რეალურად ჩვენი ერი საუკუნეების მანძილზე იდგა. ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის ის რწმენა, რომელმაც დღემდე მოიტანა ეს ქვეყანა და ჩვენი სამშობლო, დიდებულ რწმენას ვგულისხმობ, ეს არის შემწყნარებლობა. პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ კონფესიებზე და მულტიეთნიკურ საზოგადოებაზე, რომელიც ჩვენ ვართ და ჩვენი სამშობლოს დაცვაში უნდა ვიყოთ ერთიანები, როგორც ვიყავით ყოველთვის. საუბარი იყო იმაზე, რომ ოჯახი ყოველთვის იყო ის, რაც ქართველ ადამიანს ბრძოლაში აძლიერებდა და ეს ღირებულებები, ყველაფერი თავმოყრილია, რათა ჩვენ ამ გლობალიზაციის მრავალი გამოწვევით სავსე ეპოქაში გადავრჩეთ, როგორც ერი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი ახლა, როგორ უნდა გადავრჩეთ ისე, რომ არ ვუღალატოთ ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, რომელთა სადარაჯოზეც მუდამ ვიდექით ჩვენ, ჩვენი წინაპრები და ვისურვებდით, ჩვენი მომავალი თაობებიც უფრო აქტიურად აღიზარდონ ამ ღირებულებების საფუძველზე – პატრიოტიზმი, მამულის დაცვა, რწმენის დაცვა, ოჯახში ის ღირებულებები, რაც მნიშვნელოვანია, ქალის და მამაკაცის თანასწორობა, რომელიც ჩვენ ბევრად ადრე ვაღიარეთ, პრაქტიკაში და პოლიტიკაში დავნერგეთ, ვიდრე ეს რომელიმე ევროპულმა ერმა გააკეთა, რაზეც ისაუბრა პრემიერმა, როდესაც ახსენა, რომ მაგალითად, ქალებს საარჩევნო უფლება ბევრად ადრე მიეცათ ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ნებისმიერ სხვა დღეს პროგრესულად აღიარებულ სახელმწიფოში.
ეს ის ტრადიციული ღირებულებებია, რომელზეც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დგომა, სხვაგვარად ყველა ერს ძალიან გაუჭირდება გადარჩენა იმ გამოწვევებით სავსე და საომარ ეპოქაში. ეს გამოსვლა კიდევ უფრო სიღრმისეულად იქნება გასაანალიზებელი და ყველანაირი ფსევდოლიბერალური წივილ-კივილის გარეშე უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე – ჩვენ გვაქვს პატარა სახელმწიფო, რომ ეს პატარა სახელმწიფო არის დიდი ისტორიის, კულტურის მქონე და ყველა უნდა გავერთიანდეთ იმაში, რომ უზრუნველვყოთ ამ ქვეყანაში ერთმანეთის უფლებების დაცვა, რწმენის დაცვა ისე, რომ არავის უფლება არ დაირღვეს. როგორც ჩვენი წინაპრები იყვნენ ტოლერანტები, ასე მოვუფრთხილდეთ თითოეულის მოსაზრებას და პოზიციებს. გავძლიერდეთ, რომ თუკი ზოგიერთი სახელმწიფო შეიძლება მომავალში ამ გამოწვევებიდან დასუსტებული გამოვიდეს, ჩვენ ყველაფერი ვიღონოთ, რათა არ დავსუსტდეთ. დიდი სახელმწიფოსთვის შეიძლება, ეს არაფერი იყოს, მაგრამ ჩვენთვის თითოეული დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური და ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















