ევროკავშირი და გაერო მოითხოვენ პასუხისგებაში მიეცნენ პირები, რომლებიც უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯაში მონაწილეობდნენ
საქართველო, თბილისი - 19:03 | 12.04.2023 ნანახია: 836
ევროკავშირი აცხადებს, რომ პასუხისგებაში მიეცემიან ის პირები, რომლებიც დამნაშავეები არიან უკრაინაში ომის დანაშაულებში. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა ვიდეოჩანაწერის კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც, სავარაუდოდ, ჩანს უკრაინელი სამხედრო ტყვის თავის მოკვეთის კადრები.
შოკისმომგვრელ ვიდეოჩანაწერს, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, უკვე მოჰყვა კიევის რეაქცია: პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ სისასტიკეზე რეაგირება უნდა მოახდინოს ყველა მსოფლიო ლიდერმა, უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ “ამ ურჩხულებს მიწიდან ამოთხრიან“.
ევროკავშირის პრეს-სპიკერის ნაბილა მასრალის თქმით, თუ აღნიშნული ვიდეოს ავთენტურობა დადასტურდება, ეს იქნება რუსეთის აგრესიის არაადამიანურობის კიდევ ერთი მტკიცებულება.
გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია უკრაინაში აცხადებს, რომ „შეძრულია შემაძრწუნებელი ვიდეოთი, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა“.
ინტერნეტში გავრცელდა ორი შოკისმომგვრელი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს როგორ კვეთენ თავს უკრაინელ სამხედრო ტყვეს.
სასტიკი მკვლელობის ავტორები, სავარაუდოდ, რუსი სამხედროები არიან. ერთ ვიდეოში ჩანს სიკვდილით დასჯის კადრები, მეორე ჩანაწერში კი ორი უკრაინელი ჯარისკაცის დასახიჩრებული ცხედარი.
გაეროს მისიაში განაცხადეს, რომ ეს სავარაუდო ანგარიშსწორება არ არის ერთი შემთხვევა: ორგანიზაციამ მანამდეც დააფიქსირა საერათაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები, მათ შორის სამხედრო ტყვეების მიმართ.
„ბოლო ინციდენტები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული, დამანშავეები კი პასუხისგებაში უნდა მიეცნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
კრემლში განაცხადეს, რომ ვიდეო შემაძრწუნებელია, თუმცა დასკვნების გამოტანამდე აუცილებელია დადგინდეს ვიდეოჩანაწერის ნამდვილობა.
„იმ ყალბ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს კადრები გადამოწმებას საჭიროებს,“ - განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















