მივმართავ დეგნანს, დაასანქცირეთ კეზერაშვილი, დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი მძარცველია, ევროპელ პარტნიორებს და პენსიონრებს ძარცვავს - ირაკლი ზარქუა
საქართველო, თბილისი - 15:57 | 12.04.2023 ნანახია: 617
კეზერაშვილის შესახებ BBC-ზე რაც მოვისმინეთ, ამას დიდი ხანია, ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვამბობთ, რომ კეზერაშვილის თითოეული თეთრი ჩვენი გმირი ბიჭების, სამხედროებისა და თავდაცვის უწყების ნაძარცვი ფულია, შემდეგ უკვე ევროპელი პენსიონრების ნაძარცვი ფული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუა გამოეხმაურა BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალას, რომელშიც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა და გასაჯაროვებულია იმ ბიზნესმენების ვინაობა, ვინც ამ თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.
ამჯერად ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, წამყვანი საინფორმაციო არხიდან ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მივიდნენ ამ დასკვნამდე. ხუთი ბიზნესმენი ჩართულია ევროპელი პენსიონრების ძარცვაში. კეზერაშვილი ამის შემდეგ ბედავს და მორალს გვიკითხავს, დემოკრატიას მხარს ვუჭერო, ე.ი. მედიის განვითარებაში პენსიონრების ნაძარცვი ფულით ვარო. ესაა მათი მორალი.
მაინტერესებს, რას იტყვიან „ფორმულას“ წამყვანები, მრავალათასიანი, 20 000-ზე მეტი რომ აქვთ ხელფასი. თარგამაძე რას გეტყვით? ესეც „ქართული ოცნების“ ნარატივი ხომ არ არის. „ფორმულას“ დამფუძნებელი და დამფინანსებელი თურმე დღემდე ძარცვავს პენსიონრებს და თარგამაძეები, ტაბლიაშვილი მორალს კითხულობენ დაყენებული ხმით. ჟიჟი, ახლა არ „გიტყდება“ პენსიონრების ნაძარცვი ფულით ყოველთვე რამდენიმე ათასს რომ გიხდიან? ვახო სანაია, არ გიტყდება? თქვი, რომ „ბიბისის“ ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთაო. თავმოყვარე რომ იყოთ, ღირსება გაგაჩნდეთ, დღესვე დატოვებთ ტელევიზიას და იტყვით, ასეთ ტელევიზიაში არ ვიმუშავებთო. ტელევიზიების რეიტინგში მგონი ენკი-ბენკი გისწრეთ. დარწმუნებული ვარ, „ბიბისის“ გამოძიება გაგრძელდება და ოფიციალურ სახეს მიიღებს. ბრიტანული გამოძიების მჯერა“, – განაცხადა ზარქუამ.
ირაკლი ზარქუამ საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს მიმართა, დავით კეზერაშვილი დაასანქცირონ.
„მივმართავ ქალბატონ დეგნანს, ეს ადამიანი დაასანქცირეთ. ჩვენი და თქვენი, ამერიკის პარტნიორია ბრიტანეთი, დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი მძარცველია. ევროპელ პარტნიორებს და პენსიონრებს ძარცვავს. როგორც თვითონ თქვა, ეს ადამიანი საქართველოში მედიებს, პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს. ქალბატონო კელი, ეს დემოკრატიას არ წაადგება და თქვენ ხომ ქვეყანაში დემოკრატიას უჭერთ მხარს. ამიტომ თქვენგან ობიექტურ რეგირებას ველოდები“, – განაცხადა ზარქუამ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















