რუსული ტერორის გაჩერების ერთადერთი გზა უკრაინის სამხედრო გამარჯვებაა, სხვა გზა არ არის და არც იქნება - ზელენსკი
საქართველო, თბილისი - 21:59 | 02.04.2023 ნანახია: 622
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ კონსტანტინოვკის დაბომბვას ეხმიანება, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსული ტერორის გაჩერების ერთადერთი გზა უკრაინის სამხედრო გამარჯვებაა.
„რუსული ტერორის გაჩერების ერთადერთი გზა არსებობს, იმისთვის, რომ დაუბრუნდეს უსაფრთხოება ყველა ჩვენს ქალაქს და დასახლებას სუმის ოლქიდან დონბასამდე, ხარკოვის ოლქიდან ხერსონამდე, კიევის ოლქიდან იალტამდე. ეს არის გზა - უკრაინის სამხედრო გამარჯვებისა. არანაირი სხვა გზა არ არის და არ იქნება.
ბოროტი სახელმწიფო, რომლისთვისაც ნორმად იქცა „ურაგანებით“ დაარტყას საცხოვრებელ სახლებს, ქალაქებს ესროლოს С-300, ცეცხლი გაუხნას ჩვეულებრივ სოფლებს, ადამიანებს... ეს ბოროტი სახელმწიფო უნდა დავამარცხოთ. რაშიზმმა უნდა განიცადოს ყველანაირი მარცხი: სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, დაიღუპა 6 ადამიანი.
„დღეს რუსმა ტერორისტებმა ისევ დაარტყეს დონეცკის ოლქის ქალაქ კოსნტანტინოვკას. საცხოვრებელ უბნებს, ამ დაბომბვის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, სამი ქალი და სამი კაცი. უბრალო ადამიანები დონბასის უბრალო ქალაქიდან.... კიდევ 11 ადამიანი დაიჭრა. რუსეთმა კონსტანტინოვკის წინააღმდეგ გამოიყენება С-300 ტიპის რაკეტები და „ურაგანის“ ზალპური ცეცხლის სისტემები.
ზელენსკიმ ასევე გაიხსენა, რომ 2 აპრილს რუსი ოკუპანტებისგან კიევის ოლქის გათავისუფლების წლისთავია.
„2 აპრილს კიევის ოლქიდან გაიქცა ბოლო ოკუპანტი. დადგება, დღე, როდესაც ვიტყვით: ბოლო ოკუპანტი გაიქცა ან მოკლულია დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის ოლქებში და მთელს ჩვენს სამხრეთში. თავისუფალი და კვლავ უსაფრთხო იქნება ყირიმიც“, უკრაინა ყველაფერს დაიბრუნებს,“- განაცხადა ზელენსკიმ.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















