ელოდება ყველაფერს მხოლოდ ცუდს, ეს მიიღო იმის სამაგიეროდ, რაც ამ ადამიანმა აკეთა ამ ქვეყნისთვის – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
საქართველო, თბილისი - 17:28 | 23.03.2023 ნანახია: 793
ჩამოსვლის დღიდან, სააკაშვილს ამ ქვეყანაში კარგი არაფერი მიუღია, კარგი არაფერი ახსოვს. აქედან გამომდინარე, ელოდება ყველაფერს მხოლოდ ცუდს, მადლობის მაგივრად ეს მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილის მითითებით და მისი იდეებით გაკეთდა ის, რითაც ქვეყანა გახდა მსოფლიოში ცნობილი და რომლითაც დღემდე ჯერ კიდევ ამაყობენ.
„რა პოზიციაზეა ლაპარაკი, როცა ადამიანი ფაქტობრივად აღარ არსებობს ფიზიკურად. ორი ლუკმა ჩაიდო და ისიც უკან ამოიღო. რა პოზიციაზე ვილაპარაკოთ, ჭამს საკუთარ სხეულს უკვე რამდენი ხანია, აი, ეს არის მისი პოზიცია. მკურნალ ექიმს არ მიუღია ეს გადაწყვეტილება და ამიტომ ამ თემაზე არ გვქონია საუბარი. მკურნალი ექიმი ძალიან შეწუხებულია, რადგან ხედავს, რომ მის თვალწინ ეღუპება პაციენტი. ჩამოსვლის დღიდან, ამ ქვეყანაში კარგი არაფერი მიუღია, არაფერი კარგი არ ახსოვს. აქედან გამომდინარე, ელოდება ყველაფერს მხოლოდ ცუდს და ეს მიიღო იმის სამაგიეროდ, რაც ამ ადამიანმა აკეთა ამ ქვეყნისთვის. მადლობის მაგივრად მიიღო ეს. სხვათა შორის, რითაც ვამაყობდით, ეს ქვეყანა რითაც ამაყობდა, გახდა მსოფლიოში ცნობილი და რითაც დღემდე ჯერ კიდევ ამაყობენ, ეს არის ის, რაც გაკეთდა მის წლებში, მისი მითითებით და მისი იდეებით. მე ვხედავ, რომ ბევრისთვის, სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ არ არის გასაგები, ყველაფერზე ნაწყენი ვარ, რადგან ვხედავ, რომ ჩემი შვილი კვდება. აქ ჩამოვიდა და კვდება, კლავენ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
პოლიტიკა
- იმედია, დავინახავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას, მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო, უკეთესი ურთიერთობისთვის?" ჩვენ ვუპასუხეთ და ვიმედოვნებთ, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას - მარკო რუბიო
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















