თბილისში მაიდანი იქნება, თუ ორთაჭალის კუნძული, არ არის დამოკიდებული ვანო მერაბიშვილზე, ეს დამოკიდებულია სისულელეების ჩამდენ „ქართული ოცნებაზე“ თავის ძალძის ძალასთან ერთად - ელისაშვილი
საქართველო, თბილისი - 22:22 | 10.03.2023 ნანახია: 770
ვანო მერაბიშვილს და ძველი დროის გადმონაშთ დინოზავრებს ვურჩევ, გაჩუმდნენ და ნუ ცდილობენ, მიეტმასნონ იმ მძვინვარებას, რაც ამ დღეებში ქალაქის ქუჩებში ხდებოდა, - პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ახლა ნუ ეცდებიან, როგორღაც აეზილონ ამ აქციას. ეს აქცია იყო იმის გამო, რომ საქართველო არ წავა რუსეთისკენ და უნდა წავიდეს ევროპისკენ, მორჩა და გათავდა. ახლა ნურც თავს მოიტყუებენ, ნურც უკრაინელებს მოატყუებენ. თვითონ თუ უნდათ თქვან, სააკაშვილის გათავისუფლებით „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს აქციას, რამდენი კაცი გამოვა კი ვნახავთ, რამდენი გამოდიოდა თუნდაც ბოლო პერიოდში. თავს უხერხულ სიტუაციაში ნუ ჩაიგდებენ მერაბიშვილიც და სხვებიც, გაითვალისწინებენ ხომ კაი, თუ არა და იქნებიან ისეთივე დასაცინები, როგორც დღეს არიან“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილზე არ არის დამოკიდებული თბილისში მაიდანი იქნება, თუ ორთაჭალის კუნძული.
„საქართველოში, თბილისში მაიდანი იქნება, თუ ორთაჭალის კუნძული, ეს არ არის დამოკიდებული ვანო მერაბიშვილზე, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორ დასკვნებს გამოიტანს სისულელეების ჩამდენი „ქართული ოცნება“ თავის რაღაც ძალძის ძალა თუ ხალხის ძალა, თუ რაღაც რომ ჰყავთ, იმასთან ერთად“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე 8 მარტის გადაცემაში ვანო მერაბიშვილმა კითხვაზე, არის თუ არა ამჟამინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლოზუნგი – თავისუფლება სააკაშვილს, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მათი პარტია პირველ საკითხად აყენებს სააკაშვილის გათავისუფლებას.
ასევე შეკითხვაზე: „შესაძლებელია თუ არა თბილისური მაიდანი“, მერაბიშვილმა უპასუხა:
„არაფერს გამოვრიცხავ. ახლა არ ვიცი ზუსტად, ეს იქნება დღეს, ხვალ თუ ზეგ, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ამ რეჟიმის დღეები დათვლილია. ხდება ისე, რომ პროფესიონალ პოლიტიკოსს აქვს პირადი გრძნობები. მას ესმის, გრძნობს, რომ რაღაც მოხდება. როდესაც ვუყურებ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, რა ხდება სოციალურ ქსელებში, ვხვდები, რომ გუშინდელის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა საქართველოში".
პოლიტიკა
- იმედია, დავინახავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას, მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო, უკეთესი ურთიერთობისთვის?" ჩვენ ვუპასუხეთ და ვიმედოვნებთ, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას - მარკო რუბიო
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















