პუტინთან რომ ვინმეს შეეთვალოს ბოდიში, თუ მადლობა, ამის შესახებ არაფერი მსმენია - დავით უსუფაშვილი
საქართველო, თბილისი - 18:00 | 01.03.2023 ნანახია: 696
პუტინთან რომ ვინმეს შეეთვალოს ბოდიში, თუ მადლობა, ამის შესახებ არაფერი მსმენია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ხათუნა სამნიძის განცხადებაზე, რომელშიც ამბობს: „2014 წელს ევროსაბჭოში ძალიან მკაცრი განცხადებებით გამოვიდნენ მაშინ „რესპუბლიკელები“, თინა ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილი. ანტირუსული განცხადებები გააკეთეს, დაიცვეს უკრაინის ყირიმი, დონბასი. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ გვითხრა, „რესპუბლიკელებს“, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, რომ ისეთი მწვავე იყო ეს გამოსვლები, იძულებული გავხდი, შემეთვალა პუტინისთვის ბოდიშიო. დავით ბერძენიშვილს უთხრა,მე უფლება ავიღე, რომ ეს მეთქვა“.
დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ 2012-2016 წლებში რუსები იყვნენ ძალიან შეშფოთებულები „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ პოზიციებით.
„კარასინს ჰქონდა ნათქვამი, რომ ირაკლი ალასანია, მინისტრი ხიდაშელი, უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე უფრო რადიკალურ პოზიციებს იკავებენ. ეს იყო ჩვენი პოლიტიკა, ღიად გაცხადებული და რუსებს ეს რომ არ მოსწონდათ, არ გვიკვირდა. რაც შეეხება ფორმატით ჩვენამდე მოღწეულ ინფორმაციას, ჩვენამდე ისიც აღწევდა, რომ აბაშიძე ამ საკითხებზე უმეტესად საკადრის პასუხს სცემდა კარასინს. რაც შეეხება იმას, რომ ვინმეს პუტინთან ბოდიში შეეთვალოს, თუ მადლობა, ამის შესახებ არაფერი მსმენია, ამ ტიპის საუბრის არც თანამონაწილე ვყოფილვარ და საერთოდ, პუტინთან ბოდიშის თემა გაუგებარი მოვლენაა.
ერთადერთი, მობოდიშების თემა მახსენდება არა რუსეთის და რუსეთის ლიდერს მიმართ, არამედ ეს ეხებოდა ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს საკითხს. საპარლამენტო ასამბლეაზე, უფლებების დარღვევის თაობაზე რეზოლუციას ჩვენმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა. მაშინ იყო ასეთი ნათქვამი, რომ არა რუსეთის, არამედ იმ ქვეყნის ლიდერთან მობოდიშება მოუწია ივანიშვილს ჩვენი პოზიციის გამო. მაშინ ითქვა, რომ ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს და პოზიციონირება არ უნდა შევცვალოთ. ასამბლეაში რეზოლუციისთვის ჩვენი მხრიდან ხმის მიცემის შემდეგ, გამოთქმული იყო უკმაყოფილება არა რუსეთის, არამედ სხვა მეზობელი ქვეყნის მიმართულებით, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების, პრემიერის მხრიდან მობოდიშება მოჰყვა და ეს მე ვიცოდი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პოლიტიკა
- იმედია, დავინახავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას, მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო, უკეთესი ურთიერთობისთვის?" ჩვენ ვუპასუხეთ და ვიმედოვნებთ, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას - მარკო რუბიო
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















