აფხაზეთი გავცვალოთ ნატოშიო, ესეც შემოგვთავაზა ბიძინამ, არ იცვლება თქო, მკაფიოდ ვუპასუხეთ - დავით ბერძენიშვილი
საქართველო, თბილისი - 11:45 | 01.03.2023 ნანახია: 577
„რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ხათუნა სამნიძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მისი ნათქვამი დაადასტურა.
„რესბუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით 2014 წელს ივანიშვილმა „რესპუბლიკელებს“ უთხრა: ევროსაბჭოში ისეთი მწვავე იყო თქვენი გამოსვლები, იძულებული გავხდი, პუტინისთვის ბოდიში შემეთვალაო. ამის შესახებ სამნიძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.
დავით ბერძენიშვილი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პრობლემური იყო თავიდანვე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცუდი და საშიში გახდა მისი ერთმმართველობის დროს.
„ახლა ინგა გრიგოლიას ეთერში რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ გაიხსენა, 2014 წლის მაისში რომ მითხრა ბიძინა ივანიშვილმა, თინა ხიდაშელის და ლევან ბერძენიშვილის მწვავე ანტირუსული გამოსვლების გამო პუტინს ბოდიში შევუთვალეო. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ინფორმაციამ. აქამდე რატომ არ ამბობდითო, იკითხა ინგამ.
რამდენიმე წლის წინ ემა ტუხიაშვილთან გავიხსენე ეს საუბარი პალიტრის ეთერში. კიდე რვ პირველზე. სხვა ამბებიც გამიხსენებია საჯაროდ - მაგალითად, აფხაზეთი გავცვალოთ ნატოშიო, ესეც შემოგვთავაზა ბიძინამ. არ იცვლება თქო, მკაფიოდ ვუპასუხეთ. აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმს დავპირდეთ საჯაროდ აფხაზებსო - ესეც დავუბლოკეთ რესპუბლიკელებმა. ამაზეც მილაპარაკია საჯაროდ.
გასაგებია, რომ ყველა გაჟღერებული ამბავი სხვადასხვა ეთერში, სოციალურ სივრცეში თუ მიტინგზე საყოველთაო ინტერესის საგანი არ/ ვერ ხდება.
მთავარი პრობლემა ის კი არაა, როდის რა გაჟღერდა და რა დოზით, არამედ ის, რომ ასეთი საფრთხეების თავიდან აცილება როდის და როგორ მოხერხდა (თუ ვერ მოხერხდა).
თავდემების და რესპების მნიშვნელოვანი წვლილია იმაში, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონიც მივიღეთ და გზა გაგვეხსნა ვიზალიბერალიზაციისკენ. 2014-ის ნოემბრიდან, ირაკლი ალასანიას პარტიის ოპოზიციაში გადასვლის მერე, ორივე პარტიის ტვირთის ზიდვა კოალიციაში დარჩენილ რესპებს მოგვიხდა. მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციაში უნდა წავსულიყავით 2014- ის ზაფხულში/ შემოდგომაზე. პარტიის გაყოფას კოალიციაში გაძლიერება ვამჯობინეთ ორივე ფრთამ - კოალიციის გაუმჯობესების მომხრეებმაც და ოპოზიციაში წასვლის მოსურნეებმაც ( სამწუხაროდ, ინტელექტუალური შეცდომა მოგვივიდა - პარტიაც გაიყო და ორივე ნაწილი ოპოზიციაში აღმოჩნდა გაცილებით დასუსტებულები). ისიც აღსანიშნავია,რომ 2015- 2016 წლებში თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის როლი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელო ნამდვილად არ იყო. ბიძინა მისი ხედვების რეალიზებას ამ მიმართულებით ვერ ახერხებდა.
ბიძინას ხელისუფლება პრობლემური იყო თავიდანვე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ცუდი და საშიში გახდა მისი ერთმმართველობის დროს. 2016- 2020 წლები დასავლური სვლის შეფერხება/ შეჩერება იყო. 2020/2021 წწ- ში არჩევნების მიტაცება უკვე სახელმწიფოებრიობის კრიზისს ქმნიდა. 2022- ის 24 თებერვლიდან კი ეს ხელისუფლება დასავლური არჩევანის წართმევით რეალურად ემუქრება საქართველოს.
" მაინც წინ მივალ, მაინცა..."
უკრაინის გამარჯვება და დასავლეთის მიერ რუსეთის მინგრევა ძალიან რეალური მგონია. და ამ საგარეო მხარდამჭერი ფაქტორის გამოყენებით ქართული დემოკრატიის ინსტიტუციებიც - პოლიტიკა, მედია, არასამთავრობო სექტორი და ა.შ. შეძლებს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას.
ეთერში არ დავდივარ რამდენიმე თვეა და ერთხანს კვლავ ვაპირებ ჩემგან მაყურებლის დასვენებას. ბევრი მირეკავს და მწერს - ჟურნალისტებს გთხოვთ, კვლავ გაგებით მოეკიდოთ ჩემს ამ გადაწყვეტილებას.
ყველაფერი იქნება უკეთ“, - წერს დავით ბერძენიშვილი.
პოლიტიკა
- იმედია, დავინახავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას, მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო, უკეთესი ურთიერთობისთვის?" ჩვენ ვუპასუხეთ და ვიმედოვნებთ, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას - მარკო რუბიო
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















