ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელის სიტყვა არ უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში განვითარებულ ცრუ ნარატივს, რომ ეს არის რუსული კანონი - მდინარაძე
საქართველო, თბილისი - 16:47 | 28.02.2023 ნანახია: 532
როგორ შეიძლება, ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანზე ვინმე ამბობდეს, რომ ეს არის რუსული კანონი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განაცხადებასთან დაკავშიერბით თქვა.
„ჩვენი მეგობარი ქვეყნის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი როცა გამოდის, ვფიქრობ, რომ თითოეული სიტყვა უფრო მეტად უნდა იყოს დაზღვეული და არ უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში განვითარებულ ცრუ ნარატივს, რომ ეს არის რუსული კანონი. როგორ შეიძლება, ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანზე ვინმე ამბობდეს, რომ ეს არის რუსული კანონი. ჩვენ ხომ, ამ კანონის მიმართ სამივე მოსმენით საბოლოო მხარდაჭერა არ დაგვიფიქსირებია და ვენეციის კომისიას ველოდებით?“ - აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი გამჭვირვალობას შეეხება და უნდა ითქვას, სათაურსარ ეთანხმებიან თუ შინაარს.
ქვეყნის შიგნით არის პიარული თავხედობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკული კანონი ითარგმნა და ამბობენ, ეს რუსულია. როგორ შეიძლება, „ნაცმოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ამომრჩეველს კადრონ, რომ პირდაპირი თარგმანიც რუსულია. აქ ხომ დგახართ და ხომ ვარ, ნედ პრაისმა რომ თქვას, არ ვართ, არ უნდა შევეწინააღმდეგოთ? როგორ ეს ადამიანი იტყუება, როგორ ის? – სახელებსა და გვარებს თავი დავანებოთ და ვთქვათ, ტყუილი და მართალი რა არის. „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი გამჭვირვალობას შეეხება. სათაურზე თუ ვერ ვთანხმდებით, ეს ვთქვათ, თუ შინაარსის პრობლემაა, ესეც დავადასტუროთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ „საქართველოს პარლამენტში ინიცირებულმა კანონპროექტმა, შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და მისწრაფებებს“.
პოლიტიკა
- იმედია, დავინახავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას, მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო, უკეთესი ურთიერთობისთვის?" ჩვენ ვუპასუხეთ და ვიმედოვნებთ, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას - მარკო რუბიო
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















