აშშ უკრაინის დასახმარებლად 10 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს

საქართველო, თბილისი - 15:29 | 25.02.2023
ნანახია: 613

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, USAID-სა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, უკრაინის დასახმარებლად 10 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

თანხის უდიდესი ნაწილი – 9.9 მილიარდი დოლარი, გრანტის სახით, მსოფლიო ბანკის „სახელმწიფო ხარჯები ადმინისტრაციული შესაძლებლობების გამტკიცებისთვის“ (PEACE) მექანიზმის მეშვეობით გამოიყოფა.

შეერთებული შტატები დამატებით 250 მილიონ დოლარს გამოყოფს უკრაინის ენერგოსისტემის დასახმარებლად. ამ თანხით უზრუნველყოფენ სკოლების მუშაობას, საავადმყოფოებისთვის გენერატორების შეძენასა და თავშესაფრებში გათბობის მოწესრიგებას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე