თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16 170-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 19:23 | 09.02.2023
ნანახია: 426

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16 170-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდნეტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ამ მომენტისთვს დაღუპულთა რაოდენობა შეადგენს 16 170-ს, დაშავებულების - 64 194-ს“, - თქვა ერდოღანმა ოსმანიეს პროვინციაში ყოფნისას.

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან  7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, სტიქიას მასიური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ამ რეგიონისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე