ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს - კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე
საქართველო, თბილისი - 14:53 | 08.02.2023 ნანახია: 708
ჩემ შესახებ პრეზიდენტის განცხადება იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, წელიწადში ერთხელ ეპატიოს, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას შეეხებოდა.
„ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს. როდესაც პრეზიდენტი თავის ოფიციალურ საიტზე ასეთ რაღაცას დებს, თავიდან ფეიკი მეგონა, მართლა წარმოუდგენელი იყო, ჩვენებს ვუთხარ ალბათ, ფეიკი იქნება თქო, მერე აღმოჩნდა, რომ მოუნდა ასე ხუმრობა და იხუმრა, რა ვქნათ“.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ გააკეთა კომენტარი პრეზიდენტის მეორე განცხადებაზეც , რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლომ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა და ამ გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა.
„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მან კარგად გაიაზრა საზოგადოების განწყობა თემის გარშემო, საზოგადოებას არ უნდა არეულობა, რადიკალიზმის გაღვივება და ყველამ კარგად იცის, რომ ერთ-ერთი მიზანი სააკაშვილის გამოშვების არის სწორედ ამ არეულობის წყაროს შექმნა“, – განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკა
- იმედია, დავინახავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას, მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო, უკეთესი ურთიერთობისთვის?" ჩვენ ვუპასუხეთ და ვიმედოვნებთ, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას - მარკო რუბიო
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















