„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ დღეს ერთად, შეთანხმებულად, მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს - სალომე სამადაშვილი
საქართველო, თბილისი - 15:35 | 07.02.2023 ნანახია: 554
„ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებდით, რომ, სწორედ, მიშელის შეთანხმება იყო დეპოლარიზაციის გზა. ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გადააგდო სანაგვეზე. თქვენ ხართ ორი პოლიტიკური ძალა -,,ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, რომლებიც დღეს ერთად შეთანხმებულად მოქმედებთ და ხელს უშლით ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ ყველაფერში შეიძლება ირონიული ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობაც, დამატებით ყველა სხვა პრობლემასთან, გვევლინება ძალიან სერიოზულ დაბრკოლებად ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, ტყუილია ის გზავნილები, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
„არავის გამოუქვეყნებია, მათ შორის, არც ევროკავშირს ანგარიში, რაც შეეხება ჩვენთვის წაყენებული 12 პუნქტის შესრულების თაობაზე. ასეთი ანგარიში ბუნებაში არ არსებობს იმიტომ, რომ არავის დაუწერია.
12 პირობა, რომელიც ჩვენ წაგვიყენეს შეეხება, ჩვენს ქვეყნაში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის საკითხებს და არა იმ ანგარიშს, რომელიც გამოაქვეყნა ევროკომისიამ, თუ რა პროცენტით არის გადმოტანილი ჩვენს კანონმდებლობაში ევროკავშირის რეგულაციები და მათი კანონმდებლობა. ამ თვალსაზრისით, მართლაც, პროგრესი გვაქვს, ოღონდ არავინ დააფუძნებს საკუთარ გადაწყვეტილებას ამ ანგარიშზე ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემის დროს“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
პოლიტიკა
- იმედია, დავინახავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას, მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო, უკეთესი ურთიერთობისთვის?" ჩვენ ვუპასუხეთ და ვიმედოვნებთ, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას - მარკო რუბიო
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















