არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო - მიშამ უნდა ჭამოს - კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 18:46 | 03.02.2023 ნანახია: 473
არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო, ერთი რამ არის გასაკეთებელი, მიშამ უნდა ჭამოს, დამთავრდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებაზე, რომელიც ადასტურებს პიარკომპანია „გლობალ პოინტთან“ ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ ინფორმაციას.
კალაძის თქმით, სააკაშვილი არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ როგორმე დაიხსნან ციხიდან
„ეს არის იმ ყველაფრის ნაწილი, რასაც ჩვენ ბოლო თვეებია, ვუყურებთ. ამ ყველაფრის მიზანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, თითქოს სააკაშვილს ციხეში არალმობიერად ეპყრობიან, არ აქვს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, არადა, ადამიანს ყველაფერი აქვს. ის რადიკალურად განსხვავებულია სხვა პატიმრებთან შედარებით, ციხეშიც არაა, კლინიკაში იმყოფება. პატიმარი არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ როგორმე დაიხსნან ციხიდან და ამას მოგვიწოდებენ. პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციაზე, ჩვენს კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა უნდა მივაყენოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, სამშობლოს, გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















