სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო მიმდინარე კამპანია არის კამპანია საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, წინააღმდეგ - ბრეგაძე
საქართველო, თბილისი - 11:12 | 03.02.2023 ნანახია: 489იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რომ მთელი 500 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო მიმდინარე კამპანია არის კამპანია საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, წინააღმდეგ.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელიც მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს – და ეს არის საქართველო, რომელიც დღეს არის სანიმუშო სამართლებრივი სახელმწიფო, წარმოჩნდეს როგორც უსამართლო სახელმწიფო. ბუნებრივია, ჩვენ ამის უფლებას ვერავის მივცემთ და ყოველთვის შევეცდებით და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძის თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში სააკაშვილის უფლებადამცველების მხრიდან აგორებული მორიგი ცრუ კამპანია პატიმრის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა, რათა საზოგადოებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მცდარი და მძიმე შთაბეჭდილება დარჩენოდა; ეს უკანასკნელი კი, თვითდაზიანების გზით თავისუფლების მოპოვების მიზანს ემსახურება.
„ეს არის შეგნებული ნაბიჯები, რომლებიც იდგმება იმისათვის, რომ საზოგადოებაში ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო შეიქმნას მცდარი წარმოდგენები, ხელოვნურად მოხდეს აღქმების კიდევ უფრო მეტად გამძაფრება და, საბოლოო ჯამში, მოპოვებულ იქნეს თავისუფლება თვითდაზიანების გზით. მცდარ წარმოდგენებში ვგულისხმობთ იმას, რომ, როდესაც ადამიანს არ ესაჭიროება რეანიმაციაში გადაყვანა და შემდგომ საზოგადოებამ იფიქროს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ახლა რაც შეეხება სიცრუის მხილებას – ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, თუ არ ვცდები, მათ შორის, ეს იყო ბატონი ჩალაძე, ასევე, ადვოკატი და სხვები, რომ სააკაშვილი გადაჰყავდათ რეანიმაციაში და, ბუნებრივია, ამ საკითხმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული მღელვარება საზოგადოებაში, როდესაც ვრცელდება მსგავსი ტიპის ყალბი ინფორმაცია. ბოლოს ყველამ ვნახეთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და იყო კიდევ ერთ ტყუილში გამოჭერა. ჩვენ მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვეყრდნობით ექიმების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების უსაფუძვლო გამონათქვამებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















