მადლობა ღმერთს, სალომე ზურაბიშვილი არ განსაზღვრავს საქართველოს განვითარების გზას - ლავროვი
საქართველო, თბილისი - 19:35 | 02.02.2023 ნანახია: 468
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ გამოცემა Russia-24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარგია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქვეყნის განვითარების გზას არ განსაზღვრავს".
ამავე ინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილს კარგად იცნობს, და გაიხსენა, რომ ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობისას მასთან ერთად მუშაობდა "იმ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი 2 რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის შესახებ შეთანხმებაზე".
„ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად, ვინც, მადლობა ღმერთს არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას, უფრო ცერემონიულ ფუნქციას ასრულებს... არის ხელისუფლება... მე არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ახლა მინდა კომპრომიტირება პოზიტიური სიტყვებით იმაზე, რასაც ის აკეთებს, მაგრამ მე უბრალოდ დავაციტირებ როგორც პრემიერ მინისტრს ასევე იმ მინისტრებს, ვინც სანქციებთან შეერთებაზე, მეორე ფრონტის [გახსნაზე] უპრეცედენტო ზეწოლაზე პასუხად ამბობენ: „იცით, ჩვენ ეროვნული ინტერესი გვამოძრავებს. ჩვენ სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, ტურიზმი გვაქვს და ჩვენ ვიღებთ ენერგორესურსებს" - განაცხადა ლავროვმა.
სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება.
სალომე ზურაბიშვილმა კი 20 იანვარს განაცხადა, რომ ის რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას "არ მიესალმება".
გამოცემა Bloomberg-თან ინტერვიუში კი ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის შემდეგ მომავლის სამშვიდობო შეთანხმება უნდა მოიცავდეს რუსული ძალების აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გაყვანასაც.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















