ზელენსკისა და ევროპარლამენტარების განცხადებები მიუთითებს, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა მცდელობა არ დააკლეს საქართველოს მძევლად ასაყვანად - გია ვოლსკი
საქართველო, თბილისი - 13:44 | 02.02.2023 ნანახია: 444
ზელენსკის განცხადება, ისევე როგორც განცხადებები, რომელიც ევროპარლამენტარებისგან მოვისმინეთ იმას მიუთითებს, რომ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა უკრაინის მაღალჩინოსნების მონაწილეობით პრინციპში მცდელობა არ დააკლეს, რომ საქართველო აეყვანათ მძევლად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
"ფიგურალურად რომ ვთქვათ, საქართველო დღეს მძევლის როლში უნდათ გამოიყვანონ და ამ მძევალს გაათავისუფლებენ იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლდება სააკაშვილი. ეს არის პირობა დაყენებული. მძევლად აყვანილი საქართველო, ეს არის მიზანი, რომელსაც უნდათ, რომ მიაღწიონ. რეალობა გვაქვს სხვა. როდესაც ადამიანი თვითდაზიანებას მიჰყვება და უკვე რეალურად გამოიკვეთა ეს სურათი, არ შეიძლება, სახელმწიფო ამაზე პასუხს აგებდეს. არის სასამართლო, რომელსაც ვერავინ მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე გააკეთოს დასკვნები. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. არ გექნებათ სტაბილურობა, თუ არ გაათავისუფლებთ სააკაშვილს. რომ ვეუბნებით საფუძველი გვითხარით ამის, ან მექანიზმი აღგვიწერეთ, როგორ ხდება ევროპაში მაგალითად, თქვენს კონკრეტულ ქვეყანაში პატიმრის გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ამაზე პასუხი არ არსებობს. საქართველოში დესტაბილიზაციით ხელისუფლების შეცვლა კვლავ არსებობს და ეს დღის წესრიგის უცვლელი პუნქტია. მეორე საკითხია სამართლებრივი თემა და მესამე საკითხია კიდევ პრეცედენტი, შეიძლება განა ბრეივიკმა იშიმშილოს, ან კარაქის ხარისხი არ მოეწონოს, როგორც ეს უკვე მოხდა და ამის გამო ნორვეგიის სასამართლომ მისი გათავისუფლება გადაწყვიტოს? ან მსოფლიოში სად გინახავთ, რომ დამნაშავე ადამიანი გამოეშვათ იმის გამო, რომ იგი თვითდაზიანებისგან არ იკავებს თავს. ყველზე დიდი სამარცხვინო და უტიფარი დამოკიდებულება არის ის, რომ ელემენტარულად ადამიანისთვის საჭმელიც კი არ მოაქვთ, რომ მან რაღაც კალორაჟი მიიღოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი, მოკლას მიხეილ სააკაშვილი.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















