ბიძინა ივანიშვილმა დაამთავრა „ნაციონალური მოძრაობა“, სისხლიანი რეჟიმი, ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ, სტაბილურობამ - კალაძე
საქართველო, თბილისი - 13:48 | 31.01.2023 ნანახია: 524
ამ ერთმა ადამიანმა დაამთავრა „ნაციონალური მოძრაობა“, დაამთავრა ის სიბინძურე, ის სისხლიანი რეჟიმი, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ, სტაბილურობამ, განვითარებამ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ კომენტარი გააკეთა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ შესახებ სტატიაზე, რომელშიც საუბარი ბიძინა ივანიშვილზეც.
„ამ ერთმა ადამიანმა დაამთავრა „ნაციონალური მოძრაობა“, დაამთავრა ის სიბინძურე, ის სისხლიანი რეჟიმი, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ, სტაბილურობამ, განვითარებამ. არ მინდა, ვინმემ იფიქროს ის, რომ დღეს ყველაფერი იდეალურად არის, ყველაფერი კარგად არის და ვართ უბედნიერესები. ცხადია, უამრავი გამოწვევაა, უამრავი პრობლემაა, მაგრამ ვართ იმისთვის საზოგადოებასთან ერთად, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. დღეს ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკაში, ის პოლიტიკიდან გასულია, ეწევა ქველმოქმედებას, უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული და დააკვირდით მის მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო საქმიანობას, როგორ ციტირებთ, როგორ მიაწვდით ინფორმაციის სახით ხალხს. ავიღოთ იპოდრომის ტერიტორია, „ლაგუნა ვერეს“ გადმოცემა, ყველაფერს გადმოსცემთ თითქოს რაღაცა უბედურება ხდება და საზიანო კეთდება ჩვენი ქალაქისთვის. არადა, რეალობა, პირიქით განსხვავებულია, ყველაფერი კეთდება ამ ქალაქის და ქვეყნის საკეთილდღეოდ, წარმატებისთვის და განვითარებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















