ევროპელი მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის 80 ერთეული ტანკის ერთდროულად გადაცემის საკითხს განიხილავენ - Spiegel

საქართველო, თბილისი - 19:57 | 25.01.2023
ნანახია: 297

Spiegel-ის ინფორმაციით, ევროპელი მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის 80 ერთეული ტანკის ერთდროულად გადაცემის საკითხს განიხილავენ.

საერთო ჯამში, იგეგმება ორი სატანკო ბატალიონის შექმნა, თითოეულში 40 ტანკით.

„უკრაინისთვის ტანკების გადაცემას გეგმავენ ესპანეთი, პორტუგალია, ფინეთი, ნიდერლანდები. მეორე სატანკო ბატალიონის ფორმირებისთვის უკრაინაში Leopard-ები გაიგზავნება პოლონეთიდან და ნორვეგიიდან.

გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის 14 ერთეული ტანკის გადაცემის შესახებ.

შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე