სჯობს, „ნაცმოძრაობა“ ჩუმად დაიშალოს, კარგი მაგალითის აღება „ევროპული საქართველოდან“ შეიძლება - იაგო ხვიჩია
საქართველო, თბილისი - 12:55 | 24.01.2023 ნანახია: 524
ყველასთვის სჯობს, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩუმად დაიშალოს, ჩხუბის და რაღაცების გარეშე. თუ მაინც და მაინც არ იციან, ზუსტად როგორ დაიშალონ, მგონი, კარგი მაგალითის აღება „ევროპული საქართველოდან“ შეიძლება, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, "ნაცმოძრაობის" დაშლა მიხეილ სააკაშვილისთვისაც კარგი იქნება.
„„ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, ნუ გაწყვეტენ მრავალწლიან ურთიერთობებს, სჯობს, პარტიის დაშლაზე იფიქრონ, რომ ეს ურთიერთობები ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისთვის გამოიყენონ. მანქანა ვინ ვის აჩუქა და ვინ ვის რა გაუკეთა, მგონი, ეს ჩემი გასარჩევი არ არის. ჩემი პარტიიდან ეს ყველაფერი მშვენივრად ჩანს, ჩვენ ხომ „ნაცმოძრაობის“ დაშლას ვგულშემატკივრობთ, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ მომხრეებისთვის ეს ყველაფერი კარგად არ გამოჩნდება. ყველასთვის სჯობს, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩუმად დაიშალოს, ჩხუბის და რაღაცების გარეშე. თუ მაინც და მაინც არ იციან, ზუსტად როგორ დაიშალონ, მგონი, კარგი მაგალითის აღება „ევროპული საქართველოდან“ შეიძლება – დაშლა უხმაუროდ და კვალიფიციურად, მათ იციან. ვფიქრობ, რომ პარტიაში პოლიტიკური ტემპერატურა ჯერ კიდევ ისე აიწევს, რომ შემდეგ ურთიერთობის ისე გაგრძელება ვითომ არაფერი მომხდარა, სწორი არ იქნება. ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და მგონი, ამ პარტიის მოღონიერებისთვის შიდა ბრძოლაზე უფრო მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტაა. ის, რომ „ნაცმოძრაობა“ ასეთი სახით არჩევნებამდე მივიდეს, მგონი, დაშლა სჯობს და ასპარეზი სხვა ძალებს მისცეს, რაც მიხეილ სააკაშვილისთვისაც კარგი იქნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















