უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო თანამდებობას ტოვებს

საქართველო, თბილისი - 12:01 | 24.01.2023
ნანახია: 330

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო თანამდებობას ტოვებს. საკუთარ ტელეგრამ არხზე, მან პრეზიდენტის სახელზე დაწერილი განცხადების ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც 23 იანვრით არის დათარიღებული.

ტიმოშენკო არ განმარტავს, რატომ გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება. მან მხოლოდ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კირილო ტიმოშენკო მის მიერ წარდგენილი განცხადების თანახმად, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება უკვე გამოქვეყნდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე