შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც კალიფორნიაში ათი ადამიანი მოკლა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

საქართველო, თბილისი - 10:42 | 23.01.2023
ნანახია: 331

შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც კალიფპრნიასი ლოს ანჯელესის გარეუბანში მდებარე მონტერეის პარკში ათი ადამიანი მოკლა, პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა.

გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტრაგიკული შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 50 კილომეტრში, ფურგონში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 72 წლის იყო და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მონტერეის პარკში შეიარაღებულმა მამაკაცმა 20 ადამიანს გაუხსნა ცეცხლი, მათგან ათი დაიღუპა. დაშავებულთაგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია.

ინციდენტი 21 იანვრის ღამეს მოხდა. მონტერეის პარკში დღის განმავლობაში ჩინური ახალი წლის წინა დღეს მთვარის საახალწლო ფესტივალს აღნიშნავდნენ. ფესტივალს ათასობით ადამიანი ესწრებოდა. 

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე