მაკრონი და შოლცი აცხადებენ, რომ საფრანგეთი და გერმანია გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭრას, ვიდრე ეს საჭირო იქნება

საქართველო, თბილისი - 19:22 | 22.01.2023
ნანახია: 417

საფრანგეთი და გერმანია მხარს დაუჭერენ უკრაინას იმდენ ხანს, ვიდრე საჭირო იქნება და ურყევ წინააღმდეგობას გაუწევენ რუსულ აგრესიას, ამის შესახებ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა პარიზში განაცხადეს. იუწყება Le Figaro.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭრას, ვიდრე ეს საჭირო იქნება, გავუწევთ მხარდაჭერას, რომელიც მას სჭირდება. ერთად, როგორც ევროპელები, რათა დავიცვათ ჩვენი მშვიდობის ევროპული პროექტი“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

 საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე დაადასტურა ორი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ ყველა მიმართულებით. „24 თებერვლის შემდეგ ჩვენი კავშირი არ გაყოფილა და არ გაქცევია პასუხისმგებლობას“, - განაცხადა მაკრონმა.

შოლცი და მაკრონი პარიზში, ელისეის ხელშეკრულების ხელმოწერის 60 წლისთავის აღსანიშნავად შეხვდნენ ერთმანეთს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე