რუსეთის ბრძოლა უკრაინის წინააღმდეგ ახალი სამამულო ომია - მედვედევი

საქართველო, თბილისი - 20:27 | 21.01.2023
ნანახია: 356

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ დამპყრობლური ომი რუსებისთვის „ახალი სამამულო ომია.“

 „ბორელიმ... გაიხსენა, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაამარცხა ნაპოლეონი და ჰიტლერი.

შესაბამისად, უკრაინელი ნაცისტები და დასავლეთ ევროპა - მათი პირდაპირი მემკვიდრეები არიან, ვინც რუსეთს ეომებოდა. და ეს ომი მათთან ახალი სამამულო ომია, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, ისე, როგორც 1812 და 1945 წლებში“, - თქვა მედვედევმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე