საოკუპაციო ძალებმა ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 18:23 | 20.01.2023
ნანახია: 427

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ერთ-ერთი რაკეტა საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. დაღუპულია ერთი ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

კირილენკოს ცნობით, კრამატორსკში სამი რაკეტა ჩავარდა. დაზიანდა რვა საცხოვრებელი კორპუსი, ექვსი კერძო სახლი, ორი სამედიცინო დაწესებულება, სკოლა და საბავშვო ბაღი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე