ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ვიზიტით მყოფ შარლ მიშელს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 19:21 | 19.01.2023
ნანახია: 294

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ვიზიტით მყოფ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

„მივესალმები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს უკრაინაში. მადლობა მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – დაწერა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შარლ მიშელთან მოლაპარაკებები შინაარსიანი იყო.

„უკრაინამ და ევროკავშირმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებს ჩვენს ისტორიულ დაახლოებაში. ვმუშაობთ, რათა კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ“, – წერს უკრაინის ლიდერი.

კიევში ვიზიტისას შარლ მიშელმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფი უკრაინელი სამხედროები მოინახულა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე