აშშ უკრაინის ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს - ბლინკენი

საქართველო, თბილისი - 11:17 | 19.01.2023
ნანახია: 279

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ უკრაინის ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს.

მისი თქმით, თანხა ასევე მოხმარდება წყალმომარაგებისა და ცენტრალური გათბობის სისტემების სარეზერვო კვების ბლოკების შეძენას, ასევე გაზის ტურბინების, ტრანსფორმატორებისა და სხვა ენერგეტიკული აღჭურვილობის მარაგების შევსებას. აღნიშნული 125 მილიონი კონგრესის მიერ 2022 წლის დეკემბერში დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების პაკეტიდან გამოიყოფა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე