უკრაინაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია

საქართველო, თბილისი - 14:16 | 18.01.2023
ნანახია: 564

უკრაინის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. დაშავებული 26 პირია, რომელთაგან 12 ბავშვია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ბროვარიში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღსა და საცხოვრებელ სახლს შორის ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა სამინისტროს ხელმძღვანელობა – შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე