კიევის ოლქში, საბავშვო ბაღთან ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაიღუპა 5 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 12:29 | 18.01.2023
ნანახია: 369

კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის მახლობლად ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 5 ადამიანი, არიან დაშავებულებიც .ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის ოლქის პოლიციის სპიკერის ირინა პრიანიშნიკოვას თქმით, მიმდინარეობს დაშავებულების შესახებ მონაცემების დადგენა.

მოგვიანებით, კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსეი კულებამ აღნიშნული ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ საბავშვო ბაღში ბავშვები და დაწესებულების თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ამ მომენტისთვის შენობაში მყოფი ყველა ადამიანი ევაკუირებულია. ამასთან, კულებამ აღნიშნა, რომ არიან დაშავებულები.

ამ დროისთვის, ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე