რუსული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, საქართველოს საზღვარზე დსთ-ს ერთ-ერთ წევრი ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საქართველო, თბილისი - 17:50 | 17.01.2023
ნანახია: 344

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დსთ-ს ერთ-ერთ წევრი ქვეყნის მოქალაქე დააკავა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებული 28 წლისაა.ის რუსეთის ტერიტორიაზე, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან დააკავეს.

მათივე ცნობით, დაკავებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი იქნა მიმოწერა, რომლის თანახმადაც, დაკავებული ფოტოებს და ვიდეოებს უღებდა რუსულ სამხედრო ტექნიკას და ინფორმაციას უკრაინულ მხარეს უგზავნიდა.

დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯაშუშობას ითვალისწინებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე