გერმანიის თავდაცვის მინისტრი გადადგა

საქართველო, თბილისი - 14:15 | 16.01.2023
ნანახია: 299

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლც გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადებით მიმართა.

ლამბრეხტის მიერ თანამდებობის დატოვება სოციალურ მედიაში გავრცელებულ საახალწლო მიმართვას უკავშირდება. ის მკაცრად გააკრიტიკეს ინსტრაგრამში გავრცელებული ახალი წლის გზავნილის გამო, რომელშიც ლამბრეხტი საახალწლო ფეიერვერკების ფონზე, უკრაინაში ომსა და სარაკეტო დაბომბვებზე საუბრობდა.

აღნიშნული გზავნილის შემდეგ ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლებმა ოლაფ შოლცს ლამბრეხტის თანამდებობიდან გადაყენებისკენ მოუწოდეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე