რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 12:33 | 16.01.2023
ნანახია: 313

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზაპოროჟიეს რეგიონზე სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ცნობით, იერიშის სამიზნე ქალაქის ცენტრი და გარეუბანი გახდა.

სტარუხის თქმით, დანგრეულია სამოქალაქო და სამრეწველო ინფრასტრუქტურა და ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე