დნიპროში, დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:51 | 16.01.2023
ნანახია: 292

დნიპროში, რუსეთის მიერ საცხოვრეელი სახლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია.

ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო იუწყება.

 „ღამით, მაშველებმა რუსული რაკეტის მიერ დანგრეული სახლის ნანგრევებიდან რამდენიმე დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს.

ამ დროის მონაცემებით, მტრის თავდასხმას სახლის 35 მცხოვრები ემსხვერპლა. მათ შორს ორი ბავშვია“, - განაცხადა რეზნიჩენკომ.

მისი თქმით, გადარჩენილია 39 ადამიანი, დაშავებულია - 75, მათ შორის 14 ბავშვი.

ამასთან, კიდევ 35 ადამიანის ბედი გაურკვეველია.

 „ნანგრევებში ადამიანების ძებნა გრძელდება“, - თქვა რეზნიჩენკომ.

რუსეთმა დნიპროზე მასირებული სარაკეტო იერიში 14 იანვარს მიიტანა, ერთ-ერთი რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე