რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება - ბორელი დნიპროს დაბომბვაზე

საქართველო, თბილისი - 11:43 | 16.01.2023
ნანახია: 387

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვა დაუსჯელი არ დარჩება.

ამის შესახებ ბორელი Twitter-ზე წერს.

 „რუსეთი მიერ უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა. რუსეთის არაადამიანური აგრესია მიმართულია უშუალოდ მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების წინააღმდეგ.

ეს დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება“, - განაცხადა ბორელიმ.

ამის გარდა, მან აღნიშნა, რომ „ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება“.

რუსეთმა 14 იანვარს მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა დნიპროზე, ერთ-ერთი რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

დაიღუპა 29 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავდა  კიდევ 73 მშვიდობიანი მოქალაქე.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე