უკრაინას დასავლეთის ქვეყნებისგან ახლო მომავალში კიდევ გადაეცემა მძიმე შეიარაღება - სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 23:47 | 15.01.2023
ნანახია: 293

უკრაინას დასავლეთის ქვეყნებისგან ახლო მომავალში კიდევ გადაეცემა მძიმე შეიარაღება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიას განუცხადა.

"მძიმე საბრძოლო აღჭურვილობის შესახებ ბოლო ხანებში გამოთქმული დაპირებები მნიშვნელოვანია - და ახლო მომავალში მე ამას კიდევ ველოდები" - განაცხადა სტოლნტენბერგმა.

20 იანვარს გერმანიაში უკრაინის თავდაცვის კონტაქტის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ეს ჯგუფი კიევისთვის იარაღის მიწოდების პროცესს უწევს კოორდინაციას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე