დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 20:44 | 15.01.2023
ნანახია: 310

დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკოს ავრცელებს. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ნანგრევებიდან 27 წლის ქალი გამოიყვანეს, რომლის სიცოცხლის გადასარჩენადაც ექიმები იბრძვიან.

მისივე თქმით, ნანგრევებიდან 39 ადამიანი გამოიყვანეს. ამ დრომდე 40-ზე მეტ პირს ეძებენ. ადგილზე 550-ზე მეტი მაშველი, პოლიციელი, ექიმი და მოხალისე მუშაობს.

რუსმა ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი სახლი, გუშინ 14 იანვარს დაბომბეს. ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე