უკრაინის ძალებს სოლედარი არ დაუტოვებიათ, ბრძოლები ქალაქის შიგნით მიმდინარეობს - ჩერევატი

საქართველო, თბილისი - 19:45 | 13.01.2023
ნანახია: 349

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უარყოფენ რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოლედარის დაკავების შესახებ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერის სერგეი ჩერევატის თქმით, უკრაინელი სამხედროები ისევ ქალაქის შიგნით იმყოფებიან.

 „ბრძოლები თავად ქალაქში მიმდინარეობს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის ძალები სოლედარიდან გავიდნენ, სინამდვილეს არ შეესაბამება. იქ მიმდინარეობს ბრძოლები. დეტალებზე არ ვსაუბრობთ, რათა არ გამჟღავნდეს ჩვენი მეომრების ტაქტიკური მდგომარეობა. მტრის ძალები ჭარბობს, რადგან მათ ამ მიმართულებებზე ძალების მაქსიმუმი გადაისროლეს, მაგრამ ჩვენი ძალები ამ დრომდე ქალაქში იბრძვიან“, - განაცხადა ჩერევატიმ.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული ჯარი სოლედარს აკონტროლებს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე