პოლონეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს

საქართველო, თბილისი - 19:34 | 11.01.2023
ნანახია: 345

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ლვოვში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ კიევი ვარშავისგან Leopard 2-ის ტიპის ტანკებს მიიღებს.

დუდას თქმით, პოლონეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება {საუბარია 14 ტანკის გადაცემაზე} მიიღო „საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში“. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლონეთსა და ლიეტუვას სამხედრო დახმარებისთვის მიღებული გადაწყვეტილების გამო.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ლიეტუველ კოლეგასთან, გიტანას ნაუსედასთან ერთად ერთად ლვოვი ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე