პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ

საქართველო, თბილისი - 19:13 | 11.01.2023
ნანახია: 291

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა და ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ლვოვში ჩავიდნენ, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

"სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეებიდან ჩვენ ვგრძნობთ მხარდაჭერას პოლონეთისა და ლიეტუვის მოძმე ხალხისგან.

მადლობელი ვარ ანდჯი დუდასი და გიტანას ნაუსედასი მათი ვიზიტისთვის. მადლობა ჩვენი ხალხის დახმარებისთვის!," - წერს ვოლოდიმერ ზელენსკი.

ამასთან, დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ქალაქ ლვოვში ჩავიდა, სადაც გამართა შეხვედრა უკრაინის უსაფრთხოების ვითარების შესახებ და ასევე პატივი მიაგო დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე