უკრაინამ რუსთის ტყვეობიდან კიდევ 50 სამხედრო გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 20:12 | 08.01.2023
ნანახია: 394

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 50 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლეს. მისი თქმით, გათავისუფლებულთა შორის 33 ოფიცერი და 17 რიგითი სერჟანტია.

"ტყვეთა მორიგი წარმატებული გაცვლა. ჩვენ სახლში 50 ჩვენი ჯარისკაცი დავაბრუნეთ. ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ჯარების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურისა და საზღვარო ძალების ბიჭები."

ჩვენ ვაბრუნებთ ადამიანებს, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ჩავარდნენ ტყვედ, ასევე მარიუპოლის დამცველებს, ბიჭებს დონეცკიდან, ბახმუტიდან, ასევე კიევის რეგიონიდან, ჩერნიგოვის რეგიონიდან, ხერსონის რეგიონიდან და სხვა რეგიონებიდან. ბრძოლა გაგრძელდება"- წერს ერმაკი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე