გერმანიაში ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი ირანელი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:40 | 08.01.2023
ნანახია: 507

გერმანიაში ირანელი კაცი დააკავეს, რომელიც ტერორისტული თავდასხმის მომზადებაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

32 წლის კაცი, რომელსაც ირანის მოქალაქეობა აქვს რაინ-ვესტფალიის მხარეში, კასტროპ-რაუქსელში, აიყვანეს.

მედიის ცნობით, კაცმა, სავარაუდოდ, ციანიდისა და რიცინის დაუზუსტებელი რაოდენობის ტოქსინები ისლამისტური თავდასხმის მოსამზადებლად შეიძინა. პოლიციამ მასალები ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას იპოვა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია ეჭვმიტანილის ძმის დაკავების შესახებაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე