ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 111 170 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 11:29 | 08.01.2023
ნანახია: 310

ოკუპანტებმა გასულ დღე-ღამეში უკრაინაში კიდევ 430 სამხედრო დაკარგეს.

8 იანვრის მონაცემებით, უკრაინაში უკვე ლიკვიდირებულია 111 170 რუსი ოკუპანტი. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

გენშტაბის მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ მტერმა დაკარგა:

პირადი შემადგენლობა: დაახლოებით 111 170 სამხედრო;

ტანკი - 3 069;

საბრძოლო ჯავშანმანქანა - 6 130;

საარტილერიო სისტემა - 2 065;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 431;

საჰაერო თავდაცვის სისტემა - 217;

თვითმფრინავი - 285;

ვერტმფრენი - 272;

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 4 801; 

გემი/კატერი -  16;

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 1 849;

სპეციალური ტექნიკა - 183;

ფრთოსანი რაკეტა - 723;


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე