რუსები შობას ოკუპირებული ტერიტორიებზე მდებარე ტაძრებში ტერაქტებს ამზადებენ - ირინა ვერეშჩუკი

საქართველო, თბილისი - 15:42 | 06.01.2023
ნანახია: 324

უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირანა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ რუსები შობას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ტაძრებში ტერაქტებს ამზადებენ.

"მივმართავ უკრაინის მოქალაქეებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე:

არსებობს ინფორმაცია, რომ რუსები მართლმადიდებლური შობისთვის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ტაძრებში ტერაქტებს ამზადებენ. მოვუწოდებ მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და შეძლებისდაგვარად, თავი შეიკავონ ხალმრავალი ადგილების მონახულებისგან. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე. დაელოდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, - წერს ვერეშჩუკი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე